„მადლიერების განცდას მოაქვს სრულყოფილი ბედნიერება, არ შეგეშინდეთ ბრძოლის“ - თათია შარანგიას მიმართვა და ახალი ფოტოები რჩეულთან ერთად - Marao

„მადლიერების განცდას მოაქვს სრულყოფილი ბედნიერება, არ შეგეშინდეთ ბრძოლის“ - თათია შარანგიას მიმართვა და ახალი ფოტოები რჩეულთან ერთად

2023-01-25 10:55:47+04:00


თათია შარანგია საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა მან ლაშა შევარდნაძეზე იქორწინა და ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა, თუმცა ეს ურთიერთობა დასრულდა. თათია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ საავტორო გადაცემის, „სთორის“ წამყვანია და ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე. გარდა მისი პროფესიული უნარებისა, მოწონებას ხშირად თათიას გარეგნობა და სტილიც იმსახურებს.

ტელეწამყვანი შეყვარებულია. მისი რჩეული ჯარჯი თორაძეა. სწორედ მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს თათია შარანგია და ემოციურ პოსტს უძღვნის.

“ალბათ, ღმერთის, სამყაროს მიმართ მადლიერების განცდას მოაქვს სრულყოფილი ბედნიერება. ალბათ, შეუპოვრობას ბედნიერებისკენ მიმავალ ბილიკზე მოაქვს რწმენა, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. რწმენას მოაქვს ენერგია გადადგმული ნაბიჯებისთვის. საუკეთესო კი მხოლოდ სიმართლეშია; გულწრფელობაში საკუთარი თავის მიმართ. საკუთარი შეცდომების მონანიების შემდეგ დგება ახალი ფურცლის დრო და ამ ჭეშმარიტებაში მხოლოდ აღმაფრენის დროა. არ შეგეშინდეთ ბრძოლის, არ შეგეშინდეთ დაბრკოლების, ქარტეხილი სანამ არ გადაივლის, სიმშვიდე არ ისადგურებს” – წერს თათია "ინსტაგრამგვერდზე".