წიგნი, რომელსაც მკითხველი მოუთმენლად ელოდა - რატომ უნდა წაიკითხოთ „მახინჯი სიყვარული“ - Marao

წიგნი, რომელსაც მკითხველი მოუთმენლად ელოდა - რატომ უნდა წაიკითხოთ „მახინჯი სიყვარული“

2023-01-25 13:16:31+04:00


წიგნი, რომელსაც მოუთმენლად ელოდა მკითხველი - კოლინ ჰუვერის „მახინჯი სიყვარული“, უკვე წიგნის მაღაზიებშია. კოლინ ჰუვერი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მოდური ავტორია, ქალთა პროზის ჟანრში. ის ახლა პოპულარობის ისეთ დონეზეა, როგორზეც ოდესღაც სტეფანი მაიერი და ე. ლ. ჯეიმსი იყვნენ.

მისი წიგნები რეიტინგში სტივენ კინგის და ჯორჯ მარტინის წიგნებს არაფრით ჩამოუვარება. მათი დამაკავშირებელი თვისება მინას ჰგავს, ავტორი ფაქტობრივად ამსხვრევს მკითხველის გულებს და ბოლოს, კვლავ აგროვებს მათ.

კოლინ ჰუვერი ურთიერთობის ისეთ პრობლემებზე წერს, რომლებსაც ყველა ადამიანი აწყდება.

„მახინჯი სიყვარული“ - არის ისტორია, რომელიც არღვევს შაბლონებს და ყველა სახის სტერეოტიპს. ეს არის მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც მრავალ ენაზე ითარგმნა და ახლა უკვე - ქართულადაც. რომანი ვირუსულად გავრცელდა TikTok-ში.

ტეიტ კოლინზი და მაილს არჩერი ნამდვილად არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ეძებენ სუფთა, გულწრფელ და რომანტიკულ სიყვარულს. მათ არ ჰქონდათ „ქიმია“ და არც "ნაპერწკალი", უბრალოდ შეხვდნენ, გაიცნეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს ერთად ყოფნა. არა დიდი მიზნისთვის, არამედ მხოლოდ მათი ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. არავითარი კითხვა წარსულის შესახებ და არც მომავლის გეგმები - მხოლოდ აქ და ახლა!

როცა ტეიტი საცხოვრებლად ძმასთან, სან-ფრანცისკოში გადავიდა, არ ფიქრობდა სიყვარულზე, მაგრამ როდესაც ზაფხულის სკოლაში ძმის კოლეგა - არჩერი დაინახა, მოიხიბლა. ის 24 წლისაა, მაგრამ ყოველთვის თავშეკავებული, სევდიანი, თითქოს რაღაც საშინელება გადაიტანა. ტეიტი მაილსის ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ის არ არის მზად სრულფასოვანი ურთიერთობისთვის, მას მხოლოდ სექსუალური ურთიერთობა სურს, ვალდებულებების გარეშე.

და როგორც ჩანს, ყველაფერი იდეალურად მიდის ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ერთმანეთთან მიჯაჭვულობა. ეს გრძელდება მანამ, სანამ მათი „იდეალური სიყვარულის გეგმა სიყვარულის გარეშე“ დაინგრევა, წარსულის საიდუმლოებები ვლინდება და ჩნდება რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიკური მიზიდულობა...

წიგნი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წარსულის გაშვება, რათა აწმყოში ბედნიერი იყო.

ამერიკელი მწერალი წერს ახალგაზრდობისა და რომანტიკის ჟანრებში. ის დიდ ყურადღებას აქცევს პირველ სიყვარულს, გრძნობებს, რომლებიც მთელი ცხოვრება გრძელდება და გმირებთან ერთად იზრდება. ზოგჯერ კოლინი აკრავს მისტიკურ და ფანტასტიკურ ელფერს შეყვარებულ ან ზედმეტ გრძნობებში მყოფ გმირებს, რაც სიუჟეტებს სიახლეს და პიკანტურობას მატებს.

მთელი ამ სენტიმენტალურობით ჰუვერი ახერხებს მკითხველის ყურადღების მიქცევას უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგალითად, სირთულეებზე, რომლებიც უნდა გადაიტანო ქორწინებაში და როგორ გაუმკლავდე მათ, პარტნიორთან საუბრისა და მისი მოსმენის უნარის მნიშვნელობაზე, საკუთარი გრძნობების მიღებაზე, წარსულის გაშვების უნარსა და მისგან სწავლის უნარზე.

კოლინი დაიბადა და გაიზარდა ტეხასში. ბავშვობაში მშობლებს სახლის საქმეებში ეხმარებოდა: ქათმებს აჭმევდა, ძროხებს წველიდა. სოფელში, სადაც ის სკოლაში დადიოდა, მხოლოდ 200 ადამიანი ცხოვრობდა. მწერალმა ქმარი 16 წლის ასაკში გაიცნო. პირველი სიყვარულის ძალის მოტივი ერთ-ერთი მთავარია მის შემოქმედებაში.

კოლეჯში ჰუვერმა სწავლა არ დაასრულა: ახალდაქორწინებულებს პირველი შვილი შეეძინათ, კოლინმა კი მთელი თავისი დრო შვილს დაუთმო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს. ჰუვერმა თავისი პირველი რომანი 2010 წელს დაწერა, რათა გაეხარებინა დედამისი, რომელიც რომანტიკული ლიტერატურის მოყვარული იყო.

2022 წელს, მსოფლიოში ავტორის წიგნების 3 000 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. კოლინ ჰუვერის რომანები Amazon-ისა და New York Times-ის ჰიტებია და ნახევარ წელზე მეტი ხნის განმავლობაში TOP-10-შია.

კოლინ ჰუვერის „მახინჯი სიყვარული“ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც „ბიბლუსის“ ფილიალებში, ასევე ონლაინ. საიტზე www.palitral.ge