„ვუსვამ ერთადერთ კითხვას: დე, ბედნიერი ხარ? მეუბნება - კი, დედა და მეტი რაღა უნდა მაინტერესებდეს?!”- როგორი დედამთილია თეა დარჩია - Marao

„ვუსვამ ერთადერთ კითხვას: დე, ბედნიერი ხარ? მეუბნება - კი, დედა და მეტი რაღა უნდა მაინტერესებდეს?!”- როგორი დედამთილია თეა დარჩია

2023-01-25 14:46:56+04:00


ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მოცეკვავის, თეა დარჩიას ვაჟი მირიან მათიაშვილი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ელენე ბარამიძეა.

ცოტა ხნის წინ თეას “ღამის პრაიმ ტაიმის” ერთ-ერთი წამყვანიგიორგი ნაზღაიძე ესტუმრა. როგორც თეამ სიუჟეტში აღნიშნა, დედამთილობა მისთვის კიდევ უფრო მეტი შვილის შეძენას ნიშნავს.

“გავხდი დედამთილი, უფრო მეტი შვილის პატრონი. ვიცი, რომ ძალიან კარგად არის, ზედმეტი ზარებითაც არ ვაწუხებ, იმიტომ, რომ ვუსვამ ერთადერთ კითხვას: "დე, ბედნიერი ხარ?", მეუბნება "კი დედა" და მეტი რაღა უნდა მაინტერესებდეს”, – ამბობს თეა დარჩია.