თმის ცვენა ძირითადად მამაკაცებთან ასოცირდება, მაგრამ რეალურად ქალების 55%-ზე მეტს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს, თმის ცვენა თქვენი ცხოვრების არასწორ სტილთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. სტატიაში შემოგთავაზებთ პროდუქტებს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მწვანე ჩაი

ერთ-ერთი კვლევის დროს, ექსპერტებმა მონაწილეებს სკალპზე მწვანე ჩაის ექსტრაქტი წაუსვეს, რათა დაენახათ, როგორ დაეხმარებოდა ის თმის ზრდას. 4 დღის შემდეგ აშკარა იყო, რომ მათი თმის ზრდის აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, მწვანე ჩაი ასევე იცავს სკალპის კანს და აუმჯობესებს თმის
ფოლიკულებს.
ხახვის წვენი

სუნის წარმოდგენა შეიძლება აუტანელი მოგეჩვენოთ, მაგრამ დადასტურებულია, რომ ხახვი თმის ზრდას უწყობს ხელს. ის განსაკუთრებით ეფექტურია ლაქოვანი ალოპეციის არეში - მდგომარეობა, როდესაც თმა სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცვივა. ხახვის წვენი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას სკალპზე ან სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილზე. ამისთვის საჭიროა, ერთმანეთში აურიოთ რამდენიმე ხახვი, გამოწუროთ წვენი და წაისვათ სკალპზე, გაიჩეროთ 15 წუთს გამავლობაში და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანოთ.
კვერცხის ნიღაბი

კვერცხის გული შეიცავს გოგირდს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თმისთვის და მისი ზრდისთვის. შეგიძლიათ 2-3 კვერცხის გული შეურიოთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენს და სკალპზე წაისვათ. დაგჭირდებათ შხაპის ქუდის ტარება, ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ გრილი ან თბილი წყლით ჩამოიბანთ.
ძირტკბილა

ბევრი ადამიანი იყენებს ძირტკბილას თმის პრობლემის მოსაგვარებლად. მათ შორის, ქერტლისა და გაყოფილი ბოლოებისთვის. თუმცა, სანამ ძირტკბილას პირდაპირ სკალპზე წაისვამთ, უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია, რათა შეამოწმოს, არის თუ არა ის თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი.