„სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… ახლა ასეთი ამბებია ჩვენს ცხოვრებაში…“ - ლელა წურწუმიასა და მამულიჩას ოჯახური თანაცხოვრება - Marao

„სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… ახლა ასეთი ამბებია ჩვენს ცხოვრებაში…“ - ლელა წურწუმიასა და მამულიჩას ოჯახური თანაცხოვრება

2023-01-26 11:22:52+04:00


ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს ოთხფეხა მეგობრებზე პასუხისმგებლობას და მზრუნველობს მათ. თუმცა მათგან ყველას არ შეუძლია ამ საქმეს ბოლომდე გაუძღვეს და ამის გამო ქუჩაში პატრონისგან უარყოფილი არაერთი ცუგა ხვდება... მომღერალი ლელა წურწუმია ცხოველების დიდი მოყვარულია. ის სახლში ორ ძაღლს ინახავს. ერთი წელია, მეუღლესთან, კახა მამულაშვილთან, მამულიჩასთან ერთად აქტიურად არის თავის ცუგების მზრუნველობის საქმეში ჩართული...

მათი ძაღლების თავგადასავლების ამბებს კი მამულიჩა სოციალური ქსელში ხშირად აზიარებს. კახა მამულაშვილი ახლა ჩვენი სტუმარია და ვსაუბრობთ მათ ოთხფეხა მეგობრებზე.

"ოთხფეხები არიან თუ ორფეხები, ვეღარ ვხვდები... რაღაცები ესმით, რაღაცები - არა. ისე, ჯერ პატარები არიან - აკირა წლის და სამი თვის არის და ოდი, ოდიკოს ვეძახით, ერთი წლის გახდა. ჩვენი ვაჟბატონი აკირა ამერიკული აკიტაა, გვარად წურწუმია გახლავთ, ოდიც ვაჟბატონია, ოღონდ გვარად მამულაშვილია, ის ქუჩიდან მოვიყვანეთ. მოკლედ, ჯიშიანი წურწუმიაა, რა (იცინის)... რაღაც ასე დავალაგე. ბუნებრივია, პრეტენზია არც ერთ ძაღლს არ აქვს“ - გვეუბნება მამულიჩა.

- როგორ მოხვდნენ თქვენთან?

- ლელას ადრეც ჰყავდა ძაღლი და საერთოდ, მათთან ოჯახში ძაღლი სულ იყო... ერთხელ ერთ-ერთს მანქანა დაეჯახა და იმის მერე თქვა, - სახლში ძაღლს აღარ მოვიყვანო... რაც შეეხება ამ ჩვენს ძაღლებს, ოჯახში სიახლე, გამოცოცხლება მოგვინდა, რადგანაც პანდემიის დროს სტრესული პერიოდი გამოვიარეთ. ლელას ცოტა დეპრესიაც ჰქონდა... მერე მეგობარმა თორნიკე ჯგერნაიამ ლელას უთხრა, ამ სტრესისგან გათავისუფლებაში ძაღლი დაგეხმარებაო. მეორე დღესვე კასპის ძაღლთსაშენიდან ამერიკული აკიტა მოვიყვანეთ. მეორე თვეში იყო, ჩვენს ოჯახში რომ შემოაბიჯა. ძაღლი სახლში რომ გაჩნდება, მერე თითქოს მეორის შეძენის სურვილიც გიჩნდება. რაღაც სხვა ენერგიას გაწვდის...

წაიკითხეთ სრულად