როგორ მოქმედებს მარცხენა მხარეს ძილი ადამიანის ჯანმრთელობაზე? - ექსპერტების რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ - Marao

როგორ მოქმედებს მარცხენა მხარეს ძილი ადამიანის ჯანმრთელობაზე? - ექსპერტების რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

2023-01-27 14:08:17+04:00


ძილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ადამიანმა სათანადოდ დაისვენოს და განაახლოს ძალები. როცა გძინავთ, თქვენი სხეული აგრძელებს ფუნქციონირებას. ყველა შინაგანი პროცესის თანმიმდევრულობა დამოკიდებულია იმ პოზიციაზე, რომელზეც წვებით ძილის დროს.

შესაძლოა არასდროს გიფიქრიათ, რომელ მხარეს დაიძინებთ და არ აქცევთ ყურადღებას ჩვევებს. ექსპერტები გვირჩევენ, რომ იძინოთ მხოლოდ მარცხენა მხარეს. ეს სასარგებლოა მრავალი მიზეზის გამო.

თავდაპირველად შეიძლება ითქვას, რომ ეს პოზა აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, რადგან კუჭს უადვილდება მუშაობა მარცხენა მხარეს.

მეორეც, ამ მდგომარეობაში კუჭი პანკრეასის თავზე არ მოექცევა, რადგან ის თავად არის მარცხნივ. ამის წყალობით საჭმლის მომნელებელი ფერმენტები სხეულში უფრო თავისუფლად და სწრაფად ცირკულირებს. ასევე, მარცხენა მხარეს ძილი ამარტივებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და განსაკუთრებით, თავად გულის მუშაობას. ის ფუნქციონირებს შესვენების გარეშე. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად და მშვიდად წარიმართოს.

გარდა ამისა, მარცხენა მხარეს ძილი რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ზურგის ხშირი ტკივილი. რა თქმა უნდა, თუ რაიმე გტკივათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს. თუმცა ზედმეტი არ იქნება ძილის დროს პოზიციის შეცვლის მცდელობა. თუ თქვენ გძინავთ მარცხენა მხარეს, დაძაბულობა ავტომატურად იხსნება თქვენი ხერხემლიდან. ამის გამო კუნთები უფრო მეტად იწყებს მოდუნებას.

სხვა მიზეზები

თუ გსურთ გააუმჯობესოთ სითხის მიმოქცევა მთელ სხეულში და გააძლიეროთ იმუნური სისტემა, დაიძინეთ მარცხენა მხარეს. ეს გამოწვეულია ლიმფური სისტემის „მხარდაჭერით“. რაც უფრო თავისუფლად მოძრაობს ლიმფა, მით უფრო სწრაფად გამოვა მასში დაგროვილი „ნალექი“ თქვენი სხეულიდან.

ძილის წინ საკვების მიღება ყოველთვის ცუდი იდეაა, მაგრამ თუ ასე მოხდა, აუცილებლად დაიძინეთ მარცხენა მხარეს. ამ გზით თავიდან აიცილებთ გულძმარვას.

მარცხენა მხარეს ძილი კარგია ორსულებისთვისაც. სათანადო ძილი ხელს უწყობს ღვიძლზე წნევის შემცირებას და აუმჯობესებს სისხლის ნაკადს როგორც ქალის, ასევე ბავშვის სხეულში.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც სასარგებლოა ამ მხარეს ძილი - არის ხვრინვა. სტატისტიკის მიხედვით, ქალების დაახლოებით 25% და მამაკაცების 40% ხვრინავს. ხვრინვის შესაჩერებლად დაიწყეთ ძილი მარცხენა მხარეს. ამ პოზაში ენა და ყელი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს, ისე, რომ სასუნთქ გზებს არაფერი შეუშლის ხელს. თუმცა ეს სამუდამოდ ვერ მოგიგვარებთ პრობლემას და უნდა გაარკვიოთ ხვრინვის მთავარი მიზეზი.