დარწმუნებულები ვართ, რაც არ უნდა გამოცდილი იყოთ დიეტების საკითხში, OMNI დიეტის შესახებ გაგონილიც კი არ გექნებათ - ამერიკელი მედდის მიერ შექმნილი კვების ამ სისტემის დაცვა არც ისე ადვილია, მაგრამ შედეგი დიდი ალბათობით, გაგახარებთ.
რა არის OMNI დიეტა?
მენიუ 70% შედგება მცენარეული წარმოშობის პროდუქტებისგან, ძირითადად ბოსტნეულისა და ხილისგან. დარჩენილი 30% ცილებით მდიდარი საკვებია, ძირითადად თევზი და ხორცი.
ზოგადად, ყველა პროდუქტი შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად: ნებადართული, აკრძალული და დასაშვები, რომლის ჭამა შეიძლება, მაგრამ მცირე რაოდენობით.
ნებადართული პროდუქტები
უსახამებლო ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, როგორიცაა ინდაური, ქათამი, უცხიმო საქონლის ხორცი, თევზი, კრევეტები და სხვა ზღვის პროდუქტები, ზეითუნის და სხვა არარაფინირებული ზეთები, თესლი და თხილი, კვერცხი, მცენარეული რძე, როგორიცაა ნუშის რძე და მწვანე ჩაი.
დასაშვები პროდუქტები
ხილი, ყავისფერი ბრინჯი, წიწიბურა, ყავა და თაფლი.
აკრძალული პროდუქტები
ეს კატეგორია მოიცავს ყველა სწრაფი კვების საკვებს, ძეხვს, თეთრ შაქარს, კარტოფილს, რომელიც სახამებლიანი ბოსტნეულია, თეთრი ფქვილის პურს, ცხიმიან ხორცს - ღორის და ცხვრის ხორცი, რძის პროდუქტები, მათ შორის ყველი, გაზიანი სასმელები, შეფუთული წვენები...
დიეტა 6 კვირის განმავლობაში გრძელდება და რამდენიმე ეტაპად იყოფა:
პირველი ეტაპი
დიეტის დაწყება ყველაზე რთული მათთვის, ვინც მიჩვეულია ტკბილეულის, ბევრი შაქრისა და ცხიმოვანი საკვების მიღებას. ამ ყველაფერზე უარის თქმა მოგიწევთ - კვების რაციონში გაზარდეთ ბოსტნეულის, ხილისა და ცილის რაოდენობა.
მეორე ეტაპი
ზოგადად, მეორე ეტაპი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება პირველი ეტაპისგან, მაგრამ მისაღებია გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მაგალითად: ცოტა შოკოლადი ან დამატებითი ფინჯანი ყავა.
მესამე ეტაპი
შეგიძლიათ საკუთარ თავს გარკვეული თავისუფლება მიანიჭოთ. მისაღებია ალკოჰოლი, მაგრამ არა ყოველდღე, ოპტიმალურად - არა უმეტეს კვირაში ორი ჭიქა.