"დღეს დედა აღარ არის… და მეც აღარ ვარსებობ…" - ანი გიუნტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - Marao

"დღეს დედა აღარ არის… და მეც აღარ ვარსებობ…" - ანი გიუნტერი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

2023-01-29 12:05:18+04:00


ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ დედა გარდაეცვალა:

"გუშინ ცხოვრებაში პირველად ისე ჩავუარე მშობლიურ სახლს ,რომ არ შევსულვარ დედასთან ჩასახუტებლად, რადგან მეგობრის დედის დაკრძალვაზე ვჩქარობდი….ხვალ მივალ- მეთქი. სიყვარულისთვის ხვალ არ არსებობს, არსებობს დღეს… ხომ მასწავლე, დე… დღეს დედა აღარ არის… და მეც აღარ ვარსებობ…

მიყვარხარ, მჭირდებით, მადლობა…" - წერს ანი.