ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, ელდარ შენგელაია 26 იანვარს 90 წლის გახდა. მან მნიშვნელოვანი თარიღი მეგობრებისა და ახლობლების წრეში აღნიშნა. საღამოს მსახიობი ნანული სარაჯიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც იუბილართან ერთად ცეკვა შეასრულა. კადრებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ელდარ შენგელაია არის რეჟისორი ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და სხვ.
მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1998), წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი (2009), წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (2013). 2022 წელს კი მას თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიანიჭეს.