შესაძლებელია თუ არა ეკობეწვის ქურთუკის გარეცხვა სარეცხ მანქანაში? - დიახ. ეს ხელოვნური ბეწვის ერთ-ერთი უპირატესობაა.
დასაწყისისთვის აუცილებელია, რომ ბეწვს მტვერი მოაშოროთ. უმჯობესია, თუ ამას გარეთ გააკეთებთ. ჩამოკიდეთ საკიდზე და ისე გაასუფთავეთ, როგორც მტვრიან ხალიჩას ასუფთავებთ ხოლმე.
- ჩადეთ სარეცხ მანქანაში და ჩართეთ აბრეშუმის/მატყლის რეჟიმზე.
- აუცილებლად გამორთეთ წურვის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქურთუკი შეიძლება დაზიანდეს.
- რეცხვის დასრულების შემდეგ ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდეთ, რომ დაიწუროს.

ეკობეწვის მოვლის წესები
- არ შეინახოთ ბეწვის ქურთუკი დაკეცილი - ასე მას ნაკეცები გაუჩნდება და ბეწვიც დასცვივდება. უმჯობესია, პალტოს საკიდზე ჩამოკიდოთ და კარადაში მოათავსოთ.
- არასოდეს ჩადოთ სველი ბეწვის ქურთუკი კარადაში. ჯერ გაშრეს.
- ბეწვის ჩამოცვენის თავიდან ასაცილებლად პერიოდულად დავარცხნეთ ლითონის სავარცხლით.
- თუ ბეწვის ქურთუკი ძლიერ დაბინძურებულია, არ გამოიყენოთ ლაქების მოსაშორებელი საშუალება. რთულ შემთხვევებში უმჯობესია ქიმწმენდას მივმართოთ.