დავით გიორგაძე - მსოფლიო მოდის ფოტოგრაფი საქართველოდან. მისი პირველი დიდი საერთაშორისო წარმატება მოდის სახლ SAINT LAURENT-ს უკავშირდება.
დღეს კი მისი სახელი არაერთ ცნობილ ჟურნალთან და ბრენდთან არის დაკავშირებული. მათ შორის შეგვიძლია გამოვარჩიოთ ბრიტანული მოდის წამყვანი ბრენდი – Burberry. დავითმა ბარბერისთვის უკვე რამდენიმე სარეკლამო კამპანია გადაიღო. მის ობიექტივში ვხედავთ ბრენდის კრეატიული დირექტორის, რიკარდო ტიშის მუზებს.
მის ობიექტივში ხშირად წააწყდებით ჩვენი დროის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ქენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი და ბილი აილიშია.
2019 წელს დავითი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ 100 ყველაზე ინოვაციური და შთამაგონებელი ახალგაზრდა ტალანტის სიაში მოხვდა.






