გელ-ლაქი, რომელსაც „შილაკის“ სახელით მოიხსენიებენ, 10 წელზე მეტია სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურაა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ასეთი მანიკიური მნიშვნელოვნად ამარტივებს ქალის ცხოვრებას. ფრჩხილები დიდი ხნის განმავლობაში გამოიყურება კარგად მოვლილი, საფარი არ იშლება და არ ბინძურდება. ამავე დროს, ფრჩხილები იზრდება თანაბრად. თუმცა „შილაკის“ ხშირმა გაკეთებამ შეიძლება ავნოს თქვენს ჯანმრთელობას.
ვინც „შილაკს“ იკეთებს, ყველამ იცის, რომ ყოველი ფენის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში აშრობენ ულტრაიისფერი ნათურით. ის ააქტიურებს ქიმიურ ნივთიერებებს გელის ლაქში, რაც იწვევს მის სწრაფად გაშრობასა და გამკვრივებას. სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს, თუ როგორ მუშაობდა ეს მოწყობილობა. მათ ის სოლარიუმის გამოსხივებას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ულტრაიისფერი ნათურები ასხივებს ულტრაიისფერი შუქის განსხვავებულ სპექტრს, ვიდრე სოლარიუმების ნათურები, თუმცა ორივე სპექტრი კანცეროგენურია. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მანიკიურისთვის ასეთი ნათურების რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დნმ-ის ცვლილებები და უჯრედების მუტაციები.
უმჯობესია, ხშირად არ გაიკეთოთ "შილაკი". თუ მაინც გადაწყვეტთ, აუცილებლად აირჩიეთ ისეთი სალონი, სადაც ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. არ არის სასურველი სახლში მისვლა სპეციალისტთან, რადგან ხშირად იქ ჰიგიენის ყველა სტანდარტი უბრალოდ არ არის დაცული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები.