ჟურნალ OK!-ის თებერვლის ახალი ნომერი ყველასათვის საყვარელ ტელეწამყვანს, ნიკოლოზ წულუკიძეს დაეთმო.
ჟურნალის ყდაზე ნიკოლოზი თავის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა.
„სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის.”
„მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ, თავიდან ვისწავლო ცხოვრება...“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში.