მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტი - თურქული სერიალების ვარსკვლავის სილამაზის საიდუმლო - Marao

მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტი - თურქული სერიალების ვარსკვლავის სილამაზის საიდუმლო

2023-02-04 10:22:36+04:00

თურქული სერიალის „დიდებული საუკუნის“ ფანები ნებაჰათ ჩეჰრეს კარგად იცნობენ. რთული დასაჯერებელია, რომ მსახიობი უკვე 78 წლისაა. მას ხშირად 58 წლის მონიკა ბელუჩისაც ადარებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩეჰრეს კარიერა სილამაზის კონკურსით დაიწყო, სადაც მის თურქეთის ტიტული მოიპოვა და ქვეყნის საუკეთესო სააგენტოებში მოდელად გააგრძელა მუშაობა.

მისი თქმით, სუფთა და გლუვი კანი გენეტიკის დამსახურებაა. მაგრამ, გენეტიკასთან ერთად ის სილამაზის სხვა საიდუმლოებებსაც გვიზიარებს:

საუზმემდე 40 წუთით ადრე ყოველდღე ერთ ჭიქა თბილ წყალს სვამს ლიმონით.

ფიზიკური ვარჯიში. უპირატესობას ანიჭებს პასიურ ტანვარჯიშს და სიარულს;

წლებია ერთსა და იმავე დამატენიანებელს იყენებს, რომელიც ბუნებრივი ბალახებისგან მზადდება.

ორ კვირაში ერთხელ კი პილინგს იკეთებს.