"ვალენტინობის დღეს ვენსანმა ჩვენს სახლთან მუსიკოსები მოყვანა და სერენადა მომიძღვნა, სიმღერა სპეციალურად ჩემთვის დაიწერა..." - ინტერვიუ ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის ურთიერთობის უცნობ მხარეებზე - Marao

"ვალენტინობის დღეს ვენსანმა ჩვენს სახლთან მუსიკოსები მოყვანა და სერენადა მომიძღვნა, სიმღერა სპეციალურად ჩემთვის დაიწერა..." - ინტერვიუ ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის ურთიერთობის უცნობ მხარეებზე

2023-02-05 23:33:25+04:00


ჟურნალი ELLE მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარებულ ვენსან კასელსა და ტინა კუნაკისთან უნტერვიუს აქვეყნებს, სადაც მათ ურთიერთობის დეტალებზე ისაუბრეს:

-ტინა, რამდენად ხშირად იღებ ვენსანის გარდერობიდან ნივთებს?

თინა კუნაკი: ყოველთვის! მე ვიცვამ მის პერანგებს, ქურთუკებს, ჟაკეტებს, მაგრამ ყველაზე მეტად მის მაისურებში ძილი მიყვარს. ერთადერთი, რასაც მისი გარდერობიდან ვერ ვიღებ, ფეხსაცმელია!

-რას ნიშნავს შენთვის ქალურობა?

-ჩემთვის ქალურობა არ არის ტანსაცმელი, არამედ შინაგანი მდგომარეობა. მე შემიძლია ჩავიცვა კაცის ტანსაცმელი და მაინც ქალურად და სექსუალურად ვიგრძნო თავი.

ვენსანი: ჩემთვის ქალურობა არის კეთილშობილება, მგრძნობელობა და ღრმა შინაგანი ძალა. ეს არის გრძნობის, თანაგრძნობისა და დახმარების შეთავაზების უნარი, როცა თქვენს საყვარელ ადამიანს ეს სჭირდება.

-ვენსან, რა მოგწონთ ყველაზე მეტად თინას გარდერობში?

-სიმართლე გითხრათ, ტანსაცმელი საერთოდ რომ არ ჩაიცვას, წინააღმდეგი არ ვიქნები...

-შენ, ტინა, გაქვს საყვარელი ნივთი ქმრის გარდერობში?

-საცვლები. ასევე, მიყვარს მისი ქურთუკები.

-ტინა, ჩვეულებრივ რამდენი ხანი სჭირდება მომზადებას?

-დაახლოებით 15 წუთი.

ვენსანი: გინდოდა გეთქვა 1 საათი და 15 წუთი.

ტინა: არა, სერიოზულად, სწრაფად ვემზადები. ნახევარი საათი არ ვიკეთებ მაკიაჟს და არ ვატარებ აბაზანაში სამ საათს. ყველაზე რთული ტანსაცმლის არჩევაა, ეს არის ის, რასაც ყველაზე დიდ დროს ვუთმობ.

-რა არის ყველაზე რომანტიკული რამ, რაც ოდესმე გაგიკეთებიათ ერთმანეთისთვის?

ტინა: ვალენტინობის დღეს ვენსანმა დაურეკა მექსიკელ მუსიკოსებს და ჩვენს სახლთან სერენადა მომიძღვნეს. ძალიან რომანტიკული იყო.

ვენსან: სიმღერა სპეციალურად ტინასთვის დაიწერა.