36 წლის ასაკში განქორწინების შემდეგ, მომღერალი მომავალზე და ოჯახურ ბედნიერებაზე ნერვიულობდა, თუმცა ამ საკითხზე ხმამაღლა აქამდე არასდროს უსაუბრია. საკუთარ გამოცდილებას ამჯერად ქეთი მელუა ონლაინ ჟურნალ GRAZIA-ს უზიარებს.
"ძალიან იღბლიანი ვარ, მაქვს საქმე და კარიერა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაინტერესებს, 19 წლიდან შემიყვარდა სიმღერების წერა და დიდ მუსიკოსებთან მუშაობა, ასევე, საქმიანი მხარე, პრომოცია და გაყიდვა. ძალიან ადრე გავხდი სცენაზე დამოკიდებული. გასაკვირი არ არის, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩემს საქმეს დავუთმე, საქართველოდან ემიგრანტების ოჯახი ვიყავით და ვთვლიდით, რომ ბედნიერი ოჯახი ვიყავით, რადგან თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირის ჩრდილს და დასავლეთში წამოვედით.
როცა თინეიჯერი გავხდი, მოულოდნელად დაორსულებაზე ფიქრმა შემაშინა, შემდეგ წლები გადიოდა ჩემს პირველ ქორწინებაში იყო მომენტები, როდესაც ამაზე ფიქრი უფრო ამეკვიატა. ოჯახის ახლო წევრებსაც ჰქონდათ უნაყოფობის პრობლემები.
ვერ წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში ახლად განქორწინებული ვიქნებოდი და ჯერ კიდევ არ მექნებოდა ის ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
ორიოდე ზაფხულის წინ ერთი ადამიანი გავიცანი. პანდემიის დროს, ერთმანეთს, ძირითადად, ონლაინ ვეხმიანებოდით. უნაყოფობის შესახებ ფიქრები კვლავ ამეკივიატა, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები, როგორც ბევრი ქალი აკეთებს ამას. მალე პანდემია დასრულდა და ურთიერთობაც განვაახლეთ. ვიცოდი, რომ ახლა შემეძლო მისი გაცნობით სიამოვნება მიმეღო.
ერთ დღესაც კი ჩემი აზრი გავუზიარე და ვკითხე, იყო თუ არა მზად მამობისთვის. ხშირად მეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვეა საჭირო, ზუსტად სამი თვის შემდეგ კი გამომიცხადა, რომ მზად იყო.
ჩვენი შვილი, სანდრო თითქმის ცხრა კვირისაა. ძალიან მიხარია, რომ დედაჩემს ვუსმენდი. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დედობა ყველაზე დიდ ბედნიერებაა, რაც შეიძლება ოდესმე შეგემთხვას. მართალი იყო. დაღლილობის ნისლი უზარმაზარია, მაგრამ ეს არაფერია იმ სიყვარულთან შედარებით, რომელსაც ჩემი შვილის ხელში აყვანისას ვგრძნობ. ის ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ლირიკისა და მელოდიის მაგია" - ამბობს ქეთი მელუა ინტერვიუში.