ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს 2016 წელს შეხვდნენ, მაგრამ მათ არასოდეს უთქვამთ, როგორ დაიწყო მათი რომანი. თავიდან მათ ურთიერთობის რეკლამირება არ გაუკეთებიათ და წყნარ რესტორნებში აწყობდნენ პაემნებს ცნობისმოყვარე თვალისგან მოშორებით, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მაინც გადაწყვიტეს აღიარება.
შემდეგ პაპარაცებმა ვარსკვლავები Met Gala-ს წვეულებაზე დააფიქსირეს. წყვილის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და უკვე 2017 წლის დასაწყისში წყვილს ქალიშვილი, ლეა შეეძინა. შვილის გამო ირინამ სამოდელო კარიერა დააპაუზა, მაგრამ პოდიუმს მალევე დაუბრუნდა.
ლეას მშობლები საჯაროობისგან დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ის კამერებთან პირველად გამოაჩინეს და მას შემდეგ, ცნობილი მშობლების მსგავსად, ლეაც პოპულარობით სარგებლობს. "მამის ღიმილი და დედის სიჯიუტე" - ასე ახასიათებენ მას სოციალურ ქსელებში.



