„ლამაზი ოჯახი“ - ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„ლამაზი ოჯახი“ - ნოე სულაბერიძე შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

2023-02-06 00:42:11+04:00

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. ნოეს და ჯანეტს ერთი შვილი, ანნა ჰყავთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო.

ნოეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი, ლიზა და ალექსანდრე ჰყავს, რომლებიც პატარა ანნას დაბადების დღის წვეულებას ესწრებოდნენ და ნოემ სოციალურ ქსელში სწორედ მათთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა.