"დიდი ხანია ფოტოში არ გამოვჩენილვარ, +37 გკ-ს ვებრძვი" - ანი ბებია მშობიარობის შემდეგ ფოტოს აქვეყნებს - Marao

"დიდი ხანია ფოტოში არ გამოვჩენილვარ, +37 გკ-ს ვებრძვი" - ანი ბებია მშობიარობის შემდეგ ფოტოს აქვეყნებს

2023-02-06 12:29:02+04:00


მსახიობების, ანი ბებიასა და ილო ბეროშვილის წყვილი საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ეს ფაქტი ხელს არ უშლით, რომ ბედნიერი და სრულყოფილი ოჯახი ჰქონდეთ.

ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს.

ანი ბებიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მეორე ორსულობის შემდეგ ზედმეტ 37 კილოგრამს ებრძვის. მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან კი უამრავი კომპლიმენტი მიიღო, რომლებიც წერენ, რომ ანი ნებისმიერი წონითა და ფორმით შესანიშნავად გამოიყურება.