ვინ არის ქართველი, რომელიც "გრემის" 65-ე დაჯილდოებაზე იყო მიწვეული - Marao

ვინ არის ქართველი, რომელიც "გრემის" 65-ე დაჯილდოებაზე იყო მიწვეული

2023-02-06 14:00:05+04:00


"გრემის" 65-ს ცერემონიალი სიურპრიზებით, მოულოდნელობებითა და ხმაურით იყო სავსე. საღამო კვირას ლოს-ანჯელესში გაიმართა და მას უკვე მესამედ ტრევორ ნოემ უმასპინძლა. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი ბიონსეს ფურორი გახდა. მან შეძლო და ისტორიაში ყველაზე მეტი "გრემის" ჯილდოს მფლობელს, გეორგ სოლტ აჯობა. მას ჯამში 32 "გრემი" აქვს.

ასევე მოულოდნელი იყო ჰარი სტაილსის გამარჯვება, რომელიც წარდგენილი იყო საუკეთესო ალბომის ნომინაციაში. ეს ფაქტი არა მხოლოდ დარბაზისთვის, არამედ თავად ჰარისთვისაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და მან დარბაზს ემოციური სიტყვით მიმართა.

ცერემონიას არაერთი ცნობილი სახე და მსოფლიო ვარსკვლავი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის ქართველი ნიკა კანდელაკიც იყო. ნიკა დაქორწინებულია ცნობილ ამერიკელ პროდიუსერზე, ვოკალისტსა და მუსიკოსზე, ნიკ უესტზე. ნიკო და ნიკი "გრემის" 65-ე ცერემონიას ერთად დაესწრნენ.

ნიკო კანდელაკმა მომავალი მეუღლე 2015 წელს თბილისში გაიცნო. ნიკმა ახალი წლის ღამეს თბილისის ივენთ ჰოლში კონცერტი გამართა. ის საქართველოში Eastern Promotion-მა მოიწვია. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკო კანდელაკის მამა, კახაა.

მათი ქორწილი წინანდალში გაიმართა. დაქორწინდნენ ტრადიციული ქართული, მართლმადიდებლური წესით. ქორწილის შემდეგ მათ რამდენიმე ქვეყანა მოინახულეს, ახლა კი აშშ-ში ცხოვრობენ.