"საუკეთესო საჩუქარი" - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტიკული კადრები - Marao

"საუკეთესო საჩუქარი" - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტიკული კადრები

2023-02-07 10:41:51+04:00


ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი ურთიერთობის გასაჯაროებისთანავე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა და ახლა სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებსა და საერთო ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.

ამჯერად ირაკლი მაქაცარიამ მეგობრებს ვიდეო გაუზიარა, სადაც ლიზას სიურპრიზი მოუწყო. ვიდეომ ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.