პოლიტიკოსი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1999 წელს თურქეთში მიწისძვრა იყო, რა დროსაც ისიც ქვეყანაში იმყოფებოდა.
"1999 წელს თურქეთში მოვხვდი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისძვრის დროს. ღამით დაიწყო. შეშინებულს გამეღვიძა. საუკუნე გრძელდებოდა, დაახლოებით 56 წამი, იმდენი ხანი რომ ჩაცმა და მამაო ჩვენოს თქმა მოვასწარი... მერე იყო პანიკა, გადადებული რეისები, აეროპორტში საათობით ჯდომა და პერიოდული მიწისძვრის ბიძგები, შიში... ეს იყო ყველაზე საშინელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, რომლის გადალახვა ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა...
დღეს თურქეთსა და სირიაში მომხდარმა ტრაგედიამ განსაკუთრებით შემძრა, კიდევ ერთხელ გამახსენდა, სტიქიის წინაშე როგორი უძლურები ვართ", - წერს წილოსანი.
6 თებერვალს, გამთენიისას, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და სირიაში დაშავდა 2000-ზე მეტი ადამიანი. ნგრევას მოჰყვა მსხვერპლიც, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები ამ დრომდე ელიან დახმარებას. მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდა ლიბანში, ღაზას სექტორსა და კვიპროსშიც.