კრიშტიანო რონალდო 5 თებერვალს 38 წლის გახდა. ფეხბურთელის საცოლემ, ჯორჯიანამ ამ დღის აღსანიშნავად "ინსტაგრამზე" მათი საერთო ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი ცხოვრების მთავარო სიყვარულო. მე შენზე შეყვარებული ვარ.“
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რონალდო ჯორჯიანასთან და მათ 5 შვილთან ერთად საუდის არაბეთში გადავიდა საცხოვრებლად.

ფეხბურთის პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს პირადი ცხოვრება ისეთივე ინტერესის საგანია, როგორიც მისი კარიერა, რადგან, როგორც ცნობილია, ფეხბურთელს მრავალფეროვანი და სირთულეებით სავსე წარსული აქვს.
კრიშტიანუს ურთიერთობა არაერთ მშვენიერ ქალთან ჰქონდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი ირინა შეიკი იყო, თუმცა, საბოლოოდ, მისი გულის მოგება ჯორჯიანა როდრიგესმა შეძლო და, მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ქორწინება ოფიციალურად არ გაუფორმებია, ისინი შვილებთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.
წყვილმა ერთმანეთი GUCCI-ს მაღაზიაში გაიცნო, სადაც ჯორჯიანა კონსულტანტად მუშაობდა; მეორედ კი Dolce & Gabbana-ს წვეულებაზე შეხვდნენ, სადაც ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ჯორჯიანა ამბობს, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა.
რონალდუმ მეგობარი გოგონა საზოგადოებას ოფიციალურად 2017 წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე წარუდგინა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ისინი მალე ტყუპის მშობლებიც გახდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ თქვეს, რომ ტყუპიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა. ახლა ჯორჯიანა და რონალდუ 5 შვილთან ერთად საუდის არაბეთში ცხოვრობენ, სადაც ფეხბურთელი კარიერას აგრძელებს.
