ცნობილმა პირებმა, მათ შორის, მსახიობებმა, მუსიკოსებმა და ტელევიზიის წარმომადგენლებმა, გამოხატეს სოლიდარობა თურქეთისა და სირიის მიმართ და მოუწოდეს ყველას, მხარი დაუჭირონ ქვეყნებს ორი დიდი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც თურქეთის 10 პროვინცია და სირიის ნაწილი გაანადგურა.
მსახიობმა ანტონიო ბანდერასმა „ტვიტერზე“ მხარდაჭერა პოსტით გამოხატა: „სოლიდარობა თურქ და სირიელ ხალხს. მთელი თანაგრძნობა მათ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც თავს ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დაატყდათ ”- წერს მსახიობი.
ბრაზილიელმა მწერალმა პაულო კოელიომ ხალხს მოუწოდა, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის შემოწირულებები გაეღოთ.
საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართა ცნობილმა ტელეწამყვანმა და მსახიობმა ელენ დეჯენერესმაც: „თურქეთს და სირიას ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ათასობით ადამიანი დაიღუპა და კიდევ არის დარჩენილი ნანგრევებში. თუ თქვენ შეძლებთ დახმარების გაწევას... იმედი მაქვს, რომ შეძლებთ“, - წერს ის "ინსტაგრამზე".
თურქ და სირიელ ხალხ მხარდაჭერას უცხადებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც ჰეილი ბიბერი, ქენდალ ჯენერი და ბელა და ჯიჯი ჰადიდები არიან.
