თამუნა ლეკვეიშვილს საზოგადოება უკვე წლებია, ტელეეკრანზე ხშირად ხედავს. ის იუმორისტული შოუების მსახიობია და მაყურებლისა და გულშემატკივრების კარგ განწყობაზე ზრუნავს.
თამუნამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას წლებს წინ წონის პრობლემა შეექმნა, თუმცა ზედმეტი კილოგრამების მოშორება მოახერხა, საკუთარი წონის კლების გამოცდილებაზე კი fortuna.ge-სთან ისაუბრა.
„სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი. დიდი წონა არც მქონდა, 68 კილოგრამი ვიყავი. არასდროს ვმალავ არც წონას და არც ასაკს. გადავწყვიტე, რომ სასწორზე პირველი ციფრი 5-იანი დამეწერა. ეს არ მომხდარა 2008 წლის შემდეგ. დეკემბერში მივაღწიე სასურველ წონას, ზუსტად ახალი წლის წინ…
ჩემი დიეტა ისეთია, არავინ უნდა გაიმეოროს. ახლა თმა მცვივა, როგორც ჩანს, ვიტამინები დააკლდა ორგანიზმს. ყავა, შავი შოკოლადი, თხილი და ყველი, რომელიც ჩემთვის შეუცვლელია” - ამბობს თამუნა ლეკვეიშვილი fortuna.ge-სთან საუბრისას.