2022 წლის დასაწყისში ჰოლივუდის დივას, მეგან ფოქსს, როკ-მუსიკოსმა Machine Gun Kelly-მ ხელი სთხოვა, მაგრამ მათი ქორწილის შესახებ სიახლე ჯერ არ გავრცელებულა.
წყვილის თაყვანისმცემლები უკვე რამდენიმე თვეა ეჭვობენ, რომ მსახიობი და როკ-მუსიკოსი დაშორების პირას არიან. თუმცა დროდადრო მაინც ჩნდებიან ერთად.
ყველა წვეულებაზე, სადაც ეს წყვილი ჩნდება, მალევე ექცევიან ყურადღების ცენტრში ექსტრავაგანტური, გამორჩეული ვიზუალის გამო. მათ მისტიკა უყვართ, რაც მათ ვიზუალზეც ხშირად აისახება.

ამჯერად განხილვის საგანი ის ფაქტი გახდა, რომ მეგანმა შეყვარებულთან ერთად გადაღებული თითქმის ყველა ფოტო წაშალა. გარდა ამისა, გამოაქვეყნა სურათი, სადაც ჩანს წარწერა: "You can taste dishonesty / it's all in your breath."
მეგანმა გამოიყენა სტრიქონი ბიონსეს 2016 წლის ჰიტიდან, Pray You Catch Me, რომლის ტექსტი გახდა მისი პასუხი მეუღლის, რეპერ ჯეი-ზის ღალატის შესახებ ჭორებზე.
ეს ფრაზა და წაშლილი ფოტოები ფანებისთვის საკმარისი გახდა, ევარაუდათ, რომ მეგანს საყვარელმა მამაკაცმა უღალატა. ზოგიერთი კი თვლის, რომ წყვილის მხრიდან ეს ყურადღების მიქცევის კიდევ ერთი ხერხია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგანი დაიღალა რჩეულის „ბავშვური სისულელეების“ ატანით და ამ ურთიერთობაში მას დროებითი პაუზის აღება სურდა, თუმცა ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.