ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს ერთი შვილი, ბერუკა ივანიშვილი ჰყავთ. სულ ცოტა ხნის წინ კი მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.
წყვილი საქართველოში არ იმყოფება. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში კორეაში იყვნენ, მოგვიანებით კი ბრაზილიაში გააგრძელეს ცხოვრება.
ამჯერად ნანუკა "ინსტაგრამგვერდზე" ახალ ფოტოებს აქვეყნებს, მისი ორიგინალური სტილი კი დიდ მოწონებას იმსახურებს: „ძალიან დახვეწილი და ლამაზი“, „შთამბეჭდავი ფოტოებია“, „ანგელოზს ჰგავხარ“ - წერენ კომენტარებში.