ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ამჯერად ქეთი თავის "ინსტაგრამგვერდზე" ახალ ვიდეოს აქვეყნებს და გამომწერებს სასარგებლო რჩევას აძლევს:
„მე ნაოპერაციები ზურგი მაქვს და ვარჯიში ექიმის პირველი დანიშნულებაა! ეს მოძრაობები მეხმარება, შევინარჩუნო მოქნილობაც, კარგი ფორმაც. მხრებში მოხრას ვგულისხმობ და ტკივილის შემცირებას დიდხანს სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნისას, მაგალითად, მგზავრობა, სამსახურში ერთ ადგილას ჯდომა და ასე შემდეგ...
როგორც ყოველთვის, ყველა ვარჯიში გაიმეორეთ 10-10-ჯერ. აქ 2 წრეც საკმარისია. მე დილას ვაკეთებ ხოლმე და 20 ჩაჯდომას ვამატებ, სქვათს! ყველგან გახსოვდეთ სწორი ზურგი, იდაყვები გაშლილი. როგორც დილას, ისევე საღამოს, ძალიან სასიამოვნოა“- წერს "ქეთი ინსტაგრამზე".