თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ურთიერთობა განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობების აღდგენა და თანაცხოვრება კვლავ შეძლეს. მათ ორი შვილი, კოკო და მარიამი ჰყავთ, რომლებიც ხელოვნების სფეროში საქმიანობენ და საზოგადოება, ცნობილი მშობლების მსგავსად, მათაც კარგად იცნობს.
ამჯერად გია როინიშვილმა და თამრიკო ჭოხონელიძემ საკუთარი ცხოვრების შესახებ ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრეს:
გია როინიშვილი: "მე და თამრიკოს ცხოვრებაში ბევრი კონფლიქტი გვქონია, მაგრამ ერთმანეთში ყოველთვის იმას ვეძებდით, რაც ან ვინც გვაერთიანებდა. ყოფილა წყენაც, მაგრამ მაინც ეს გაერთიანება გვშველოდა. თამრიკოს შემორიგება ადვილი არ არის, მაგრამ მას აქვს იმის ძალა, რომ იპოვოს მთავარი, სიმღერაშიც, ხელოვნებაშიც და გადაწყვეტილების მიღებაშიც. არც მე და არც ის არ ვართ მარტივი ადამიანები. ამიტომ ხშირად ყოფილა გაუგებრობა, მაგრამ დრო რომ გადის, ყველაფერი ლაგდება".
თამრიკო ჭოხონელიძე: "ფეთქებადი ვარ და არ მინდა, რომ ეს თვისება ჩემს შვილებს გამოჰყვეთ მრცხვენია, რომ ცხოვრების რაღაც მონაკვეთის განმავლობაში ჩემი ჯანმრთელობა სოციალურ ქსელს გადავაყოლე. ეს მონაკვეთი, მინდა, რომ საერთოდ ამოვიღო ჩემი ცხოვრებიდან. საშინელი ტალღა წამოვიდა. შეიძლება ვიმსახურებდი, მაგრამ ადამიანებმა ასე არ უნდა გაიმეტონ ერთმანეთი. ვერ გამოვასწორებ ამ ადამიანებს. მივხვდი, რომ ჩემს შვილებს მოვაკლდი. გარდა იმისა, რომ ყურადღება მოვაკელი, დავძაბე ისინი. ახლა ვბრაზობ და მრცხვენია ჩემი შვილების".