"ოფიციანტად მუშაობისას 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება შემეძლო და ამით ძალიან ვამაყობდი...“ - მერილ სტრიპის გზა დიდ წარმატებასა და მსოფლიო ვარსკვლავობისკენ - Marao

"ოფიციანტად მუშაობისას 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება შემეძლო და ამით ძალიან ვამაყობდი...“ - მერილ სტრიპის გზა დიდ წარმატებასა და მსოფლიო ვარსკვლავობისკენ

2023-02-14 12:13:39+04:00


ჰოლივუდის ვარსკვლავთა ცხოვრებასა და მიღწევებზე საუბრისას არ უნდა გამოგვრჩეს მსოფლიო დონის ვარსკვლავი მერილ სტრიპი, რომელმაც შეძლო და მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უამრავი საოცარი როლი შეასრულა. კინოკრიტიკოსთა აზრით, ის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია თანამედროვე ისტორიაში, რომელიც ყველაზე ბევრჯერ წარადგინეს „ოსკარის“ დაჯილდოებაზე. მსახიობის ფილმებს შორის არის ისეთი დაბალბიუჯეტური ფილმებიც, რომელთა გამოც მას ძალიან დაბალი ჰონორარი აქვს აღებული, თუმცა ითამაშა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაღების პროცესი აინტერესებდა...

მერი ლუიზ სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მომავალი მსახიობის ოჯახში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ.

მერილ სტრიპი გაიზარდა ოჯახში, სადაც ხელოვნება ძალიან უყვარდათ. ხელოვნებისადმი სიყვარული დედამ ჩაუნერგა, რომელიც მხატვარი იყო. ის ორ ვაჟსა და პატარა მერილს, პირველ რიგში, მშვენიერებისა და ხელოვნების სიყვარულს ასწავლიდა. სტრიპის მამა ფარმაცევტულ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მსახიობმა იელის დრამატურგიულ სკოლაში ჩააბარა, თეატრალური სასწავლების დასრულების შემდეგ კი ბროდვეის დაპყრობა სცადა. ის სხვადასხვა პიესაში მონაწილეობდა და პირველი ჯილდოც სწორედ მაშინ მიიღო.

დამწყები მსახიობი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში ოფიციანტადაც მუშაობდა.

„ახალგაზრდობაში ოფიციანტად ვმუშაობდი და საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება იყო. ამით ძალიან ვამაყობდი. წლები გავიდა და თითქმის არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ის 8 მაგიდა დღეს უკვე "8 ფილმმა", შვილებმა, ბევრმა ნათესავმა და უამრავმა საქმემ ჩაანაცვლა, რომელთაც ყურადღება უნდა დავუთმო. ჩემი ოჯახი და ჩემი სამსახური - აი, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში“.

მერილ სტრიპი პირველად ფილმში 1977 წელს გადაიღეს. მელოდრამა „ჯულია“ დამწყები მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა 3 „ოსკარი“ მიიღო. ამ ფილმის შემდეგ მერილი რეჟისორებმა შეამჩნიეს და სხვადასხვა როლიც შესთავაზეს. მსახიობის მორიგი ფილმი იყო „ირმებზე მონადირე“, რომელში მონაწილეობის დიდი სურვილი არ ჰქონია, თუმცა ეს მისი შეყვარებულის - ჯონ კაზალეს გამო გააკეთა, ისიც მონაწილეობდა ფილმში და უკვე იცოდა მისი სენის (ძვლის კიბოს) შესახებაც.

წაიკითხეთ სრულად