"ხვიჩას წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულზე, ნიცა თავაძეზე? - Marao

"ხვიჩას წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა" - რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეზე, ნიცა თავაძეზე?

2023-02-14 17:15:07+04:00

ცნობილი იტალიური სააგენტო fantamaster-ი ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეხე, ნიცა თავაძეზე წერს.

"ვინ არის ნიცა თავაძე? კვარაცხელიას მეუღლე, რომელიც საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად დარჩა. მოგვიანებით, ქორწილის შემდეგ კი მეუღლესთან ერთად იტალიაში წავიდა. როგორც წესი, ხვიჩას რჩეული სოციალურ ქსელში არ აქტიურობს და განათლების მიღებაზეა კონცენტრირებული, თუმცა ხშირად ნეაპოლში, "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის მოედანზე ვხედავთ. როგორც აღვნიშნე, "კვარას" ცოლი თავდაპირველად იტალიაში საუნივერსიტეტო ვალდებულებების გამო არ გაჰყვა. 

თავად ხვიჩამაც აღიარა, რომ საჯარო აქტივობები დიდად არ ხიბლავს, ცხოვრებას კი სიმშვიდეში ამჯობინებს. წლევანდელი სეზონის სერია A-ს მთავარმა აღმოჩენამ/გმირმა განაცხადა, რომ სკუდეტოს მოგებაზა კონცენტრირებული.

ქართველი ფეხბურთელის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო მისი მეორე ნახევარია. ნიცა სწავლას სერიოზულად ეკიდება, დიდებული მამაკაცის უკან კი ყოველთვის ძლიერი ქალი დგას, ამ ყველაფერს ეს შემთხვევაც მოწმობს. "პარტენოპეის" ქომაგებს იმედი აქვთ, რომ "კვარა" აღებული გეზით სვლას განაგრძობს და სკუდეტოზე ოცნება რეალობად იქცევა.

წაიკითხეთ სრულად