ერთ კვირაში მინუს 3-5 კილოგრამი - კვერცხის ჯანსაღი და ეფექტური დიეტა - Marao

ერთ კვირაში მინუს 3-5 კილოგრამი - კვერცხის ჯანსაღი და ეფექტური დიეტა

2023-02-15 14:14:36+04:00


კვერცხის დიეტა წონის დაკლების სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. ერთ-ერთი საყვარელი და ადვილად მოსამზადებელი საკვები უამრავ სასარგებლო თვისებას აერთიანებს. გთავაზობთ კვერცხის დიეტის შედარებით მარტივ ვერსიას, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად მიიღოთ სასურველი ფიგურა და არ დააზიანოთ ჯანმრთელობა.

  • ხანგრძლივობა: 7 დღე;
  • მახასიათებლები: ეს არ არის მონო-დიეტა, მაგრამ კვერცხი უნდა მიირთვათ ყოველდღე (ჩვეულებრივ, ყოველ კვებაზე);
  • შედეგი: მინუს 3-5 კგ;
  • რეკომენდებული სიხშირე: არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ;
  • დიეტა გამორიცხულია: მკაცრი ვეგეტარიანელებისთვის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების მქონეთათვის, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვის. დიეტის დაწყებამდე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან!

ორშაბათი:

საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, ყავა შაქრისა და რძის გარეშე;

სადილი: 2 კვერცხი, პომიდორი, მცენარეული ჩაი;

ვახშამი: 2 კვერცხი, უცხიმო ვინეგრეტი (სტაფილო, ჭარხალი, ცოტა კარტოფილი), გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, მცენარეული ჩაი

სამშაბათი:

საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი ან ფორთოხალი, შავი ყავა უშაქრო;

სადილი: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი;

ვახშამი: 2 კვერცხი ან უცხიმო ხორცი (მოხარშული ან შემწვარი), სალათის ნაწილი (ნიახური, პომიდორი, კიტრი, სალათის ფოთოლი).

ოთხშაბათი:

საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და ყავა რძისა და შაქრის გარეშე;

სადილი: 2 კვერცხი, ჩაშუშული ისპანახი და ჩაი უშაქროდ;

ვახშამი: 2 კვერცხი, ვინეგრეტი ზეთის გარეშე, ხაჭო და მცენარეული ჩაი.

ხუთშაბათი:

საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და შავი ყავა;

სადილი: 2 კვერცხი, მოხარშული ისპანახი და შავი ყავა უშაქროდ;

ვახშამი: 2 კვერცხი ან ჩაშუშული ზღვის თევზი, ვინეგრეტი ზეთის გარეშე, მცენარეული ჩაი.

პარასკევი:

საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და ყავა უშაქროდ;

სადილი: 2 კვერცხი, ისპანახი, შავი ყავა;

ვახშამი: ჩაშუშული ზღვის თევზი, კომბოსტო, ვინეგრეტი და შავი ყავა უშაქროდ.

შაბათი:

საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და შავი ყავა უშაქროდ;

სადილი: ნებისმიერი ხილის სალათა;

ვახშამი: 2 კვერცხი ან უცხიმო ხორცი, სალათა (პომიდორი, კიტრი, ნიახური), მცენარეული ჩაი.

კვირა:

საუზმე: 2 კვერცხი, გრეიპფრუტი და შავი ყავა უშაქროდ;

სადილი: 2 კვერცხი ან მოხარშული ცივი ქათამი, პომიდორი და გრეიპფრუტი;

ვახშამი: 2 კვერცხი ან მოხარშული ცივი ქათამი, სალათა (სტაფილო, კომბოსტო, პომიდორი) და შავი ყავა უშაქროდ.