დათო ხუჯაძესა და მის მეუღლეს, ეკა დალაქიშვილს, ცოტა ხნის წინ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ილა დაარქვეს. დათო არაერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მეორე შვილის დაბადებამ ძალიან შეცვალა. ცოტა ხნის წინ კი გოგონას ერთი წელი შეუსრულდა.

ამჯერად დათო ოჯახურ თემებზე fortuna.ge-სთან საუბრობს:
„ჩემი შვილი უკვე დიდი გოგოა, დარბის, ძალიან მუსიკალურია, ცეკვავს და მღერის. საბავშვო სიმღერებს ჰყვება ერთი წლისა და ერთი თვის ბავშვი. ასე რომ, ნიჭი აღმოაჩნდა. ბუნებრივია, ეს ძალიან მომწონს“ - ამბობს დათო.