რა უნდა გააკეთო, თუ ნაოჭები პრობლემას გიქმნის, მაგრამ ძვირადღირებული პროცედურების ჩატარების შესაძლებლობა არ გაქვს? ამაში სახლში დამზადებული სახის ნიღბები დაგეხმარება.
ნაოჭების საწინააღმდეგო 5 ნიღაბი:
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ხაჭოთი. 2 ჩ/კ უცხიმო ხაჭო შეურიეთ ოხრახუშის წვენს ან ძლიერ ჩაის, დაამატეთ ჩაის კოვზი სელის ზეთი და ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა. ყველაფერი საფუძვლიანად აურიეთ და წაისვით სახეზე. შეეცადეთ თვალებს მოარიდოთ.
კვერცხის გულის ნიღაბი ნაოჭებისთვის. სახე სქლად შეიზილეთ ნებისმიერი ბუნებრივი მცენარეული ზეთით, ზემოდან წაუსვით გული. ჩამოიბანეთ თბილი წყლით 15-20 წუთის შემდეგ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი თაფლით და გლიცერინით. შეურიეთ ერთი კვერცხის გული, 1 ჩ.კ. გლიცერინი და 0,5 ჩ.კ. ოდნავ გახურებული თაფლი. წაისვით სახეზე 20 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ წყლით.
ნიღაბი ნაოჭებისთვის თაფლით და ალოეთი. შეურიეთ თანაბარი პროპორციით ალოე ვერას ფოთლის რბილობი, თაფლი და კვერცხის გული. კარგად შეანჯღრიეთ და წაისვით კანზე თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ეს ხალხური ნიღაბი შესანიშნავია წვრილი ნაოჭების მოსაშორებლად.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ბანანით. ნიღბისთვის ბანანი უკეთესია იყოს გადამწიფებული. შეურიეთ 1 ს.კ. ბანანის რბილობი კვერცხის გულით, 0,5 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. არაჟანი. პროცედურის ხანგრძლივობაა 15 წუთი.