ექსპერიმენტი: რომელი თვალის ფერი მიიჩნევა მამაკაცებისთვის ყველაზე მიმზიდველად - Marao

ექსპერიმენტი: რომელი თვალის ფერი მიიჩნევა მამაკაცებისთვის ყველაზე მიმზიდველად

2023-02-18 15:38:22+04:00


თვალები არის პირველი, რასაც ადამიანის გაცნობისას ყურადღებას ვაქცევთ. ეს არის კონტაქტი, რომელიც კომუნიკაციის დამყარებაში გვეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე რომანტიკულ ურთიერთობებს ეხება. მთელი რიგი კვლევების შემდეგ, მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ თვალის გარკვეული ფერის მქონე ქალებისთვის უფრო ადვილია მამაკაცების მიზიდვა. როცა საყვარელ ადამიანებს თვალებში ვუყურებთ, ჩვენს ორგანიზმში სიხარულის ჰორმონი, ოქსიტოცინი გამოიყოფა.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ახალ ადამიანებთან შეხვედრისას ჩვენ გაუცნობიერებლად ვაქცევთ ყურადღებას მათ თვალის ფერს. ეს ფაქტორი გავლენას ახდენს ჩვენს იდეებზე, მოგვწონს თუ არა ადამიანი და შეგვიძლია თუ არა მასთან ურთიერთობის დამყარება.

თეორიის დასადასტურებლად, Lenstore-მა, დიდმა ევროპულმა ოპტიკურმა ქსელმა, ჩაატარა ექსპერიმენტი გაცნობის აპებზე. ექსპერიმენტის მონაწილეებმა ატვირთეს თავიანთი იდენტური ფოტოები სხვადასხვა პროფილზე - მაგრამ თვალის განსხვავებული ფერებით და დაიწყეს ლოდინი, თუ რომელი სურათი მიიღებდა მეტ პასუხს.

შედეგად, გაირკვა, რომ ცისფერთვალება მამაკაცები დიდი წარმატებით სარგებლობენ, მაგრამ სტერეოტიპი ცისფერი თვალების მქონე ქალების პოპულარობის შესახებ დაინგრა. ყველაზე მეტად მამაკაცებს მოსწონდათ ყავისფერი თვალების მქონე გოგონების ფოტოები. დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მწვანე თვალება ქალებიც, თუმცა, ეს ფერი ყავისფრისგან განსხვავებით, ნაკლებად გავრცელებულია.