1. დიანა ფრენსის სპენსერი ერლ სპენსერისა და მისი მეუღლის მეოთხე შვილი იყო. იგი თავისი ძმის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ დაიბადა.
2. როცა დიანა რვა წლის იყო, მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედამ შვილები გრაფთან დატოვა, თვითონ კი საყვარელთან ერთად სხვა ქვეყანაში წავიდა.
3. პრინცესა დიანას ბებია დედოფალ ელისაბედ II-ის ახლო მეგობარი იყო.
4. დიდი ბრიტანეთის ყველა არისტოკრატულ ოჯახს ერთი საერთო ტრადიცია აქვს: გამოჩენილი ოჯახების ზრდასრული შთამომავლები ვალდებულნი არიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფოს სასიკეთოდ იმუშავონ - ამიტომ, დიანა გარკვეული პერიოდი საბავშვო ბაღში მუშაობდა.
5. სანამ ჩარლზი დიანას გაიცნობდა, მანამდე მის უფროს დას, სარა სპენსერს ხვდებოდა.
6. დიანა სამეფო ოჯახის წევრებიდან პირველი ქალი იყო, რომელმაც საავადმყოფოში იმშობიარა. მანამდე ბრიტანეთის მონარქიის ყველა დედოფალი თუ პრინცესა სასახლეში მშობიარობდა.