მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და, წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა, თუმცა, ამჯერად, მას კარიერაში პაუზა აქვს. როგორც თავად განმარტა, ისვენებს და საყვარელი საქმის კეთებას მალე ახალი ძალებით გააგრძელებს.
ამჯერად მაია სოციალურ ქსელში რამდენიმე წლის წინ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
„მედეა ჩახავამ მითხრა ერთხელ: „არ გადააგდო ძველი ფოტოები, სადაც შენი თავი არ მოგწონს… წლები გავა, ასაკი მოგემატება და მიხვდები“… – წერს ჟურნალისტი.