"გილოცავ, ლუკა! უსასრულობამდე მიყვარხარ” - ნატო გელაშვილი შვილს იუბილეს ულოცავს - Marao

"გილოცავ, ლუკა! უსასრულობამდე მიყვარხარ” - ნატო გელაშვილი შვილს იუბილეს ულოცავს

2023-02-20 15:24:37+04:00


მუსიკოსსა და შემსრულებელს, ნატო გელაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე არაერთი წელია, რაც ტელეეკრანსა თუ სცენაზე აქტიურად ჩანს. ბოლო დროს კი ის სულ უფრო ხშირად ჩნდება შვილებთან, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებთან ერთად. ძმები, დედის მსგავსად, მუსიკალური ნიჭით გამოირჩევიან და მათ დუეტს „ჭოხოებსაც“ კი უწოდებენ.

ნატო გელაშვილის უფრო ვაჟი, გიორგი, დაქორწინებულია. მისი რჩეული უმშვენიერესი ანეტა ნიკურაძეა. წყვილს პირველი შვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინა.

ამჯერად ნატო იუბილეს უმცროს შვილს, ლუკას ულოცავს, რომელსაც 24 წელი შეუსრულდა: „გილოცავ, ლუკა ჭოხო, 24. უსასრულობამდე მიყვარხარ, დედუ“ - წერს მუსიკოსი.