მარტა ბარამიძე საზოგადოებამ 2019 წელს პოპულარული კულინარიული შოუს, „მასტერშეფის“ საშუალებით გაიცნო. პროექტის დასრულების შემდეგ მარტამ განაგრძო კულინარიული საქმიანობა, მის პარალელურად კი ეპიზოდური როლი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შეასრულა.

ამჯერად მარტა ბარამიძე ია ფარულავას გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარი ბავშვობისა და ძალადობის შემთხვევის შესახებ ისაუბრა.
მარტა ბარამიძემ გაიხსენა შემთხვევა, როცა 16 წლის ასაკში ზრდასრულ მამაკაცს მასზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მცდელობა ჰქონდა და მისი სახელიც გაამხილა. როგორც მან გაიხსენა, მამაკაცი თითის მოჭრით დაემუქრა. იმავე ღამეს მან მარტა სასაფლაოზე წაიყვანა და იქ დატოვა, თუმცა მოგვიანებით მიაკითხა, სახლში დააბრუნა და გარედან ჩაკეტა. მარტამ სახლიდან გაქცევა მოახერხა.
მარტა ბარამიძეს ახლა საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის წერს, რომ თავზე მიღებული ტრავმის შედეგად, ტვინში სისხლის გაჟონვა განუვითარდა:
"გამარჯობა მეგობრებო, რამდენიმე ხნის წინ მქონდა ძალიან დიდი ტრავმა თავზე, გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სისხლის გაჟონვა წავიდა ტვინში..! სასწრაფოდ მესაჭიროება რეაბილიტაცია, დღესვე უნდა დავწვე კლინიკაში, რომ ჩამიდგან დრენაჟი. აქვე დავურთავ ჩემს ანგარიშის ნომერს - თქვენი გვერდში დგომა მჭირდება ყველაზე მეტად. შეიძლება უბრალოდ მოვკვდე, თუ დროზე არ მივალ. მჭირდება 5000 ლარი", - წერს მარტა ბარამიძე. მისი რეკვიზიტებია:
პირადი ნომერი: 61001069089
#GE88BG0000000184031700
#GE08TB7102445061100081