ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს ერთი შვილი, ბერუკა ივანიშვილი ჰყავთ. სულ ცოტა ხნის წინ კი მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ მალე მეორე შვილის მშობლები გახდებიან.

წყვილი საქართველოში არ იმყოფება. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში კორეაში იყვნენ, მოგვიანებით კი ბრაზილიაში გააგრძელეს ცხოვრება. ნანუკას ორიგინალური და დახვეწილი სტილი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ამჯერად ნანუკა "ინსტაგრამზე" ახალ ვიდეოს ავრცელებს.