"კოკა - მა­რი­ა­მის მამა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, არ ვიქ­ნე­ბო­დი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი... ირაკ­ლი­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამე მას­წავ­ლა" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ მეუღლეებსა და შვილებზე - Marao

"კოკა - მა­რი­ა­მის მამა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, არ ვიქ­ნე­ბო­დი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი... ირაკ­ლი­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამე მას­წავ­ლა" - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ მეუღლეებსა და შვილებზე

2023-02-22 11:56:27+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი ყოველთვის გულახდილია მაყურებელთან. არ ერიდება ისეთ თემებზე ლაპარაკს, როგორებიცაა მისი მენტალური ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება. ამჯერად ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა, რომელშიც ბევრ სხვა თემასთან ერთად, სიმსივნით გარდაცვლილ დედაზე, ყოფილ ქმრებსა და სიბერეზე ისაუბრა...

დედა...

- იმდენად ცუდად ვიყავი, დედა რომ ვერ გადავარჩინე, ამან იმდენად მომსპო, რომ ვერ ვიგლოვე. იმას კი არ ვდარდობდი, რომ დედაჩემი აღარ იყო, ისეთი თვალებით მიყურებდა და ფულის დახარჯვა ვერ მოვასწარი. იცი, როგორ მიყურებდა, ნანუკა მყავს შვილი და ის ყველაფერს იზამსო... არც მამაჩემს, არც ძმას, ღმერთსაც კი ისე არ სთხოვს, რომ გადაერჩინა, იმიტომ, რომ ნანუკა ჰყავდა... ბოლოს გადავედით ექსპერიმენტულ წამლებზე, ამერიკაში შევუკვეთეთ... მარიამის ღეროვანი უჯრედი გადავუნერგეთ. ეს ექიმი ქალი მეუბნებოდა, აზრი არ აქვს ღეროვანი უჯრედის გადანერგვასო და ვუთხარი, ამას ვის უბედავ, ვინ გეკითხება-მეთქი. ჩემი ისტერიკა ახსოვთ კლინიკაში...

პირადი ცხოვრება...

- კოკა - მარიამის მამა რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიქნებოდი საერთოდ არაფერი. კოკასთან თანაცხოვრებამ დამაწყებინა ტელევიზიაში მუშაობა და შექმნა ის ნანუკა... ირაკლის მადლიერი ვარ იმიტომ, რომ მისი ამბავი რომ არ ყოფილიყო, მე საჯარო არ გავხდებოდი.

წაიკითხეთ სრულად