ძმები არველაძეები საზოგადოებაში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაერთი წლის განმავლობაში აქტიურად ჩანდნენ სპორტულ ასპარეზზე, მათი ერთმანეთისგან გარჩევა დღემდე ბევრს უჭირს.
ძმები დღემდე ახერხებენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას - წარმატებული ფეხბურთელების ცხოვრება ხალხს ყოველთვის აინტერესებს.
„უდარდელი ბავშვობა გვქონდა. დავდიოთ ზღვაზე, მთაში. ბავშვობიდანვე ვისწავლეთ ფეხბურთის თამაში“ - ამბობს შოთი არველაძე.
არჩილ არველაძემ საფეხბურთო კარიერა 1991 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც 1991–93 წლებში თამაშობდა. 1993 წელს საქართველოდან თურქეთში, კერძოდ, ტრაპიზონში ინაცვლებს, სადაც შოთა არველაძესთან ერთად ადგილობრივი „ტრაბზონსფორის“ ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც 1997 წლის ჩათვლით თამაშობს. საფეხბურთო კარიერა ტრავმის გამო 2005 წელს, 32 წლის ასაკში დაასრულა.
თავდაპირველად შოთა არველაძემ სახელი თბილისის „დინამოში" გაითქვა. "დინამოსთან" ერთად ხუთჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი და ოთხჯერ საქართველოს თასი. თამაშობდა „ტრაბზონსფორში“, „აიაქსში“, გლაზგოს „რეინჯერსსა“ და „ალკმაარში“. შოთა არველაძე უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს.
„იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაისური? "ბრედასთან" პირველი მატჩის შემდეგ მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხავს, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს...
ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია - გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეული ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა "ბრედას" გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ "აიაქსი" ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი "აიაქსთან" გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც "აიაქსის" გამარჯვებით დასრულდა... ტყუპმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით“ - შოთა არველაძე.