ცნობილი მოდის დიზაინერი, კოლეგებისგან განსხვავებით, საკმაოდ რბილად საუბრობდა ქალის გარდერობზე.
საერთოდ რამდენი ადამიანია, ამდენი აზრია - საკითხავია, ვისი ფილოსოფია უფრო ახლოსაა შენთან: "ლამაზი რომ იყოს, საკმარისია ქალს ჰქონდეს შავი სვიტერი, შავი ქვედაკაბა და ხელჩაკიდებული იაროს მამაკაცთან ერთად.“

ჩვენ ნამდვილად არ ვიკამათებთ ბოლო „ინგრედიენტზე“: როცა ბედნიერი ხარ, ირგვლივ ყველაფერი გარდაიქმნება. მათ შორის განწყობა, გარეგნობა, სიარული - და ეს, საიდუმლო არ არის.
ერთის მხრივ, შავი ფერი დიდი ხანია განიხილება კლასიკად და ელეგანტურობის სიმბოლოდ. ოდრი ჰეპბერნის მონოქრომული გარეგნობიდან დაწყებული Catwoman-ის ლატექსის კოსტიუმებით დამთავრებული, დრამატული შავი საკულტო, დახვეწილი და ქალურია.