ყველასთვის საყვარელი არტისტი მურმან ჯინორია ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც ოჯახისა და მეუღლის შესახებ ისაუბრა:
„ახალგაზრდები ვიყავით შეკრებილი, ვსვამდით, ვერთობოდით. უეცრად შემოვიდა მაია, დავინახე და დამთავრდა ყველაფერი. გავგიჟდი და გავგიჟდი. გავაცილე სახლში, დავმეგობრდით და დიდი ხნის შემდეგ დაგვირგვინდა. მონატრების მომენტები იყო ყველაზე სასიამოვნო. ეს სპექტაკლების მომზადებაში ძალიან მეხმარებოდა. ჩემი შვილი, ნინა, მერცხალს ჰგავს. მოსიყვარულე მამა და ადამიანი ვარ. დარჩენილი ცხოვრება ჩემს შვილს მინდა მივუძღვნა”, - გაიხსენა მურმან ჯინორიამ.