დიდი ზომის ჯინსი
ბოტეგა ვენეტას ჩვენებაზე კეიტ მოსის გამოჩენამ ყველა დაარწმუნა, რომ დიდი ზომის ჯინსები კვლავ დიზაინერების ფავორიტია.
ღამის პერანგის სტილი
ამ სტილის ტანსაცმელი პოპულარული პირველად ფილმით „13-დან 30-ში“ გახდა. ვინ იფიქრებდა, რომ 19 წლის შემდეგ ის ისევ მასიური ტენდენცია იქნებოდა!
ყვავილები
მირანდა პრისტლი გაზაფხულის ყვავილოვან პრინტებს ბანალურად მიიჩნევდა, მაგრამ სიმონე როჩა და კაროლინა ჰერერა არ ეთანხმებიან მას: ყვავილები ყველასთვის ნებადართულია.
2000-იანები
აბრეშუმის ბენდენები, პეპლის პრინტები და rhinestones ჯინსებზე. თუ ცნობილი მოდელების, მათ შორის, ბელა ჰადიდის ჩაცმულობას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ 2000-იანების მოდა ნამდვილად ბრუნდება.
დიდი ჩანთები
გაზაფხულის კიდევ ერთი ტრენდი - ეს პრაქტიკული ჩანთებია.
ბალეტის ფეხსაცმელი
ე.წ. პუანტები საკმაოდ კომფორტულია, ფრანგული რომანტიკული სტილის ელემენტებს ატარებს. ასეთი ფეხსაცმელების შეძენა სასარგებლო იქნება იმ გოგონებისთვის, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესს ეწევიან და სხვადასხვა სტილისთვის შესაფერისი უნივერსალური ფეხსაცმელი სჭირდებათ.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ გაზაფხულზე ყვავილები ძალიან მოდური იქნება. დიდი პოპულარობით ისარგებლებს ე.წ. ვარდის ჩოკერები. მსგავსი რამ უკვე ვნახეთ კერი ბრედშოუს გარდერობში - და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია ისევ ბრუნდება.