რომელი სურნელი გამოავლენს თქვენს ფარულ შესაძლებლობებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - Marao

რომელი სურნელი გამოავლენს თქვენს ფარულ შესაძლებლობებს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2023-02-27 15:16:14+04:00


თუ დიდი ხანია გინდოდათ გაგეგოთ, რაშია თქვენი პიროვნული ძალა და ცხოვრების რომელ სფეროში შეძლებთ გამოავლინოთ ფარული შესაძლებლობები, გირჩევთ, ასტროლოგიას მიმართოთ. ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული ფარული ნიჭი, პოტენციალი, რომლის რეალიზაციისთვის ჯერ მისი პოვნაა საჭირო. ამაში კი სწორად შერჩეული სურნელი დაგეხმარებათ.

ცნობილი ფაქტია, რომ სურნელს ადამიანზე ზემოქმედების მაგიური ძალა გააჩნია. მას შეუძლია დეპრესიისგან გიხსნას, დაგეხმაროს სტრესის დაძლევაში, გაგახსენოს დავიწყებული მოგონებები, მოგცეს მოტივაცია ან დაგეხმაროს კრეატიულად აზროვნებაში. მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ, თუ რომელი არომატი მოქმედებს თქვენზე მაგიურად, შეძლებთ ის სახლში გაავრცელოთ ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ. ამის შესაძლებლობას კი „არომაკოს“ სურნელის აპარატები თუ სურნელოვანი ჩხირები მოგცემთ.

მოდი, გავიგოთ, რომელი სურნელი დაგეხმარებათ ფარული შესაძლებლობების აღმოჩენაში:

ვერძი

ამ ნიშნის მთავარი თვისება დაბრკოლებების გადალახვაა. იპოვო დავალება, გაიმარჯვო და გახდე პირველი - ეს არის ვერძის მთავარი მიზანი. ამ ნიშნის ფარული ძალა არის რისკი, პირველი ნაბიჯის გადადგმის სურვილი. ის ბრძოლისა და დატვირთვის განცდის გარეშე მოწყენილია, რაც უარყოფითად აისახება მის პიროვნულ განვითარებაზე. ამიტომ ვერძისთვის იდეალურია ბუნებასთან დაკავშირებული ნატურალური სურნელი. შეარჩიეთ კაქტუსის არომატი ფარული პოტენციალის აღმოსაჩენად.

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე დიდი გურმანები არიან. მათ უყვართ ექსპერიმენტები და ახალი გემოების აღმოჩენა. კურო იდეალური შეფ-მზარეული ან კვების ექსპერტი იქნებოდა. ამ სფეროში ფარული ნიჭის აღმოსაჩენად აირჩიეთ "ნუტელას" სურნელი. კაკაო, კარამელი, თხილი, მუქი შოკოლადის ნამცხვარი, ვანილი ქოქოსის მარცვალი - ეს სურნელი ახალ „მე“-ს გაპოვნინებთ.

ტყუპები

ორი სიტყვა, რომლებიც ახასიათებს ამ ნიშანს - მოძრაობა და ძიება. ეს არის ერთდროულად დეტალებზე კონცენტრაციაც და სიტუაციის სხვებისთვის უჩვეულო კუთხით დანახვის უნარიც. ტყუპების ფარული ძალა იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ შექმნან კავშირები განსხვავებულ ობიექტებს შორის და დაინახონ გადაკვეთა იქ, სადაც, ერთი შეხედვით, თითქოს არ არსებობს. სურნელი, რომელიც ამ პოტენციალის გახსნაში დაგეხმარებათ - ჯანჯაფილის არომატია. ატამი, ქლიავი, მიხაკი, ჯანჯაფილი, დარიჩინი, ვარდი, რძის ნოტები, ქარვა, ვანილი, კარამელი, სანდლის ხე, კედარი, ტონკა ლობიო - ამ ტონების კომბინაცია თქვენს ფარულ შესაძლებლობებს გამოავლენს.

კირჩხიბი

კირჩხიბის ფარული ძალა აქტიური თავდაცვა და საფრთხის აღმოჩენაა. კირჩხიბის სიძლიერე მდგომარეობს სიტუაციების განვითარების პოტენციალის დანახვის უნარში. ამ შესაძლებლობას ინტუიციას ან წინდახედულობას უწოდებენ. სინამდვილეში ეს მხოლოდ მაღალი სენსორული მგრძნობელობაა, რაც იძლევა საშიშროების ამოცნობის შესაძლებლობას საწყის ეტაპზევე. კირჩხიბის სურნელია ყავის ყვავილისა და მარწყვის არომატები.

ლომი

ლომის ფარული შესაძლებლობა ენერგიისა და სტატუსის შენარჩუნებაშია. ამიტომ მათ კარგად გამოსდით ძალის, მიღწევებისა და წარმატების დემონსტრირება. ლომი კარგი სპიკერი და ლიდერია. ამ უნარების განვითარებაში კი ქოქოსისა და მანგოს სურნელი დაეხმარება. ქოქოსი, საზამთრო, პაპაია, მანგო, ატამი, ტონკას მარცვალი, ბამბის კანფეტი - ეს ლომის არომატია!

ქალწული

ქალწულის ფარული ძალა ფუნდამენტის გამყარება, სისუსტეების პოვნა და მათი პრაქტიკული გადაწყვეტის უნარია. ქალწულის ადგილი იქაა, სადაც მოუგვარებელი პრობლემებია. ამიტომ ამ ნიშანს საუკეთესო დამხმარეებად და დიაგნოსტებად თვლიან. მისი ძალა სიზუსტესა და უშეცდომობაშია. აირჩიეთ კრუასანის სურნელი: კარამელი, ბამბის კანფეტი, მარწყვი, ნუში, თეთრი შოკოლადი და ლეღვი მოტივაციას მოგცემთ!

სასწორი

სასწორის ფარული შესაძლებლობაა გარემომცველი სამყაროსა და სხვა ადამიანების შეფასება, კონსულტაცია, რეკომენდაციების გაცემა - ამაში ყველაზე კომფორტულად გრძნობენ თავს. სასწორი ხედავს უხილავ პროცესებსაც. მაგალითად, როგორ კანონებზეა აგებული საზოგადოება და კომუნიკაციები. სასწორის სიძლიერე არის სხვისი პოტენციალის დანახვა გარედან, ზედმეტი ფილტრების გარეშე. მათთვის იდეალური სურნელია მწვანე ჩაისა და პიტნის ნოტები.

მორიელი

მორიელის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ უშიშრად წავიდეს ტრანსფორმაციებისკენ, რასაც უმრავლესობა ვერ გაბედავდა. მან იცის, როგორ გადალახოს რთული და დრამატული მომენტი. მორიელის რესურსი არის რთული ამოცანების გადაჭრა და შესაძლებლობა, იგრძნოთ თქვენი განსაკუთრებული გავლენა სიტუაციაზე. სურნელი, რომელიც ამ ფარულ შესაძლებლობას გაააქტიურებს, პურის არომატია. ბამბის კანფეტი, დარიჩინი, ქოქოსი, რძე და ჟოლოს მუშკი - ეს „არომაკო“ თქვენთვისაა.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ფარული შესაძლებლობა შეცდომებზე სწავლის უნარია. მას შეუძლია სწორად გაანალიზოს სიტუაცია და სხვების შეცდომებიდანაც გამოიტანოს სწორი დასკვნები. შეუძლია სწორი მიმართულება მისცეს სხვა ადამიანებსაც. სურნელი, რომელიც ამ თვისებას აღმოგაჩენინებთ, ლიმონის ორცხობილაა. აირჩიეთ „არომაკო“ გრეიფრუტის, ლიმონის ფორთოხლის, მანდარინის, ლაიმის, ვანილის, ქარვის, ციმბირის ფიჭვისა და კედარის ტონებით.

თხის რქა

თხის რქის ფარული შესაძლებლობაა სტრუქტურის შექმნა და ჩამოყალიბება. ამ ნიშნის საინჟინრო აზროვნება ვრცელდება ნებისმიერ სფეროზე, სადაც მისი ყურადღებაა მიმართული. საგნების ბუნებაში ჩაღრმავების ამ უნარმა შეიძლება თხის რქა ოსტატად აქციოს – ის, ვინც ხედავს სამყაროს კოდს. ამ თვისებებს ვანილის სურნელი გაააქტიურებს.

მერწყული

მერწყულის მთავარი ფუნქცია გათავისუფლება და ჩარჩოების გარღვევაა. მის ქმედებებსა თუ სიტყვებს შეუძლია რეალობის არაჩვეულებრივი კუთხით დემონსტრირება. მერწყულის სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ იპოვოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, გვერდი აუაროს ჩვეულ წესებს და ახალი გზა გამონახოს. მისთვის იდეალურია ყვავილების სურნელი: ციტრუსი, ახალი მუსკი, ხის ნოტები, ქარვისფერი ვანილინი, ხილის და ყვავილების ნოტები.

თევზები

თევზების მთავარი ფუნქცია შერწყმა და დაშლაა. ისინი უყურებენ გარემომცველ რეალობას, როგორც მრავალშრიან და რთულ მექანიზმს, რომელსაც აქვს მრავალი საიდუმლო გადასასვლელი. თევზებს შეუძლიათ იპოვონ მოულოდნელი სარგებელი. მათი სიძლიერე არის ხიდების აშენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის, დაბრკოლებების მშვიდად გადალახვა. თევზების სურნელია კედარის ხე. ციტრუსების, ბერგამოტის, ცაცხვის, ჟასმინისა და ლავანდის მათრობელა არომატები და ხის ნოტები, კედარი, ინდური სანელებლები.