თანამედროვე თურქული კინოს გულშემატკივრებისთვის მისი სახელი საკმაოდ ნაცნობია. თურქი ლამაზმანი ცნობილი დრამატულ სერიალებში შესრულებული გამორჩეული როლებით გახდა. პირველივე წუთებიდან ბევრმა მაყურებელმა შეიყვარა არა მხოლოდ გოგონას თამაში, არამედ მისი ლამაზი გარეგნობაც.
ეკრანზე გამოჩენისთანავე დაიწყო მსჯელობა იმაზე,, იყო თუ არა ფაჰრიეს გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის შედეგი. თავად მსახიობი ამტკიცებს, რომ მან სახის ნაკვთები დედისგან მიიღო, გარეგნობის შენარჩუნებაში კი ოჯახის სიყვარული ეხმარება.

პლასტიკური ქირურგები კი სხვა აზრზე არიან: მისი პირველი სამსახიობო როლის შესრულებისას, ისეთი განწყობა გვეუფლება, რომ თითქოს ეკრანიდან სხვა ადამიანი გვიყურებს. ტუჩები, ლოყები, თვალების განსხვავებული ჭრილი იმაზე მეტყველებს, რომ ფაჰრიეს ერთზე მეტი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. თურქული გამოცემების კვლევით კი დადგინდა, რომ ლამაზმანს, სულ მცირე, 14 პლასტიკური ჩარევა მიეწერება.

ექსპერტები ადასტურებენ, რომ მსახიობი, თუმცა არა მკვეთრად, უდავოდ შეიცვალა. განახლებულმა გარეგნობამ ასევე იმოქმედა მის ფილმოგრაფიაზე - ფაჰრიე რეჟისორებისგან უფრო და უფრო მეტ შეთავაზებას იღებდა.
პირველი, რაშიც შეგიძლიათ თითქმის აბსოლუტურად დარწმუნებული იყოთ, არის ბიშექტომია. ამ ოპერაციის წყალობით, ფაჰრიემ სახეს ზედმეტი ოვალურობა მოაშორა. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მენტოპლასტიკა (ნიკაპის ფორმის შეცვლის ოპერაცია) - მაგრამ რინოპლასტიკა აშკარაა.

"კატის თვალების" ეფექტი ფაჰრიემ თვალის ფორმის შეცვლის ოპერაციის შემდეგ შეიძინა. სახის ჰარმონია შენარჩუნდა წარბების ფორმის კორექციის წყალობით. ბოტოქსისა და ფილერების დახმარებით მსახიობმა მოახერხა შავი წრეებისა და თვალების ქვეშ შეშუპების მოშორება.