“ალისა მამამისმა დაარქვა... პირველს მამას ამბობს“ - სოფო ნიჟარაძე პირადი ცხოვრებისა და შვილის შესახებ - Marao

“ალისა მამამისმა დაარქვა... პირველს მამას ამბობს“ - სოფო ნიჟარაძე პირადი ცხოვრებისა და შვილის შესახებ

2023-03-02 10:18:56+04:00


მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.

ამჯერად მომღერალი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას შვილთან ერთად ესტუმრა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

“ალისა მამამისმა დაარქვა. სათამაშოების მაღაზიაში იყო, როცა პირველი, რაც დაინახა, იყო წიგნი “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”. ალბათ, ეს იყო ნიშანიო. მეორე სახელი მე ავურჩიე... პირველს ამბობს მამას”- სოფო ნიჟარაძე.