მარინა კახიანი: “გია მთავარ მამაკაცად დარჩა, შემდეგ ისე აღარ მყვარებია” - Marao

მარინა კახიანი: “გია მთავარ მამაკაცად დარჩა, შემდეგ ისე აღარ მყვარებია”

2023-03-02 10:29:13+04:00


მარინა კახიანი ყველასთვის საყვარელი მსახიობია. სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპები, 1974-76 წლებში, მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიარა, 1980 წლიდან დღემდე კი იგი შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ ხნის მანძილზე მან კინოსა თუ თეატრში არაერთი წარმატებული როლი შეასრულა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

აღსანიშნავია მისი რეპერტუარი: ევა ბრაუნი („ას ერგასის დღე“), კორდელია („მეფე ლირი“), რებეკა იდელსონი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ლიდა („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), ლავინია („ტიტუს ანდრონიკუსი“), ნათელა აბაშვილი („კავკასიური ცარცის წრე“), ბერნარდა ალბა („ბერნარდა ალბას სახლი“), მარიამ სტიუარტი („მარიამ სტიუარტი“), სუტკნეინა („კაცია ადამიანი?!“), ვიოლა, ოლივია („როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), ალექსანდრა („მოხუცი ჯამბაზები“), მედეა („მედეა“) და სხვა.

ამჯერად მსახიობმა ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:

“გია მთავარ მამაკაცად დარჩა, შემდეგ ისე აღარ მყვარებია”, - ამბობს მარინა კახიანი.