„იმედი არ დამიკარგავს, სულ მჯეროდა, რომ ღმერთი არ გამწირავდა; დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება” - დათი ქოქრაშვილის დედა - Marao

„იმედი არ დამიკარგავს, სულ მჯეროდა, რომ ღმერთი არ გამწირავდა; დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება” - დათი ქოქრაშვილის დედა

2023-03-02 10:50:44+04:00


დათუნა ქოქრაშვილის ისტორიამ რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო შეძრა. სკოლაში მიმავალ მოზარდს, რომელიც გაჩერებაზე იდგა, მოულოდნელად ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დათუნამ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო. ამ დროს მისი მშობლები ამერიკაში იმყოფებოდნენ. შემთხვევის დღე და ემოციები ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში დათუნას დედამ გაიხსენა:

„ღამის 4 საათი იყო ამერიკაში. ალბათ, დედობრივი ინსტინქტი იყო, რომ უეცრად გამეღვიძა, წამოვხტი და დავუწყე ირაკლის [მეუღლეს] ჩხუბი, აქ რა მინდა-მეთქი. აღელვებული ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რატომ. ერთ საათში დარეკა ირაკლის მეგობარმა, ვაჟა, ირაკლის მამა არის ცუდად და სასწრაფოდ წამოდითო. ვინერვიულეთ, მაგრამ ირაკლის ვაწყნარებდი. ირაკლიმ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერ მეუბნებოდა. შემდეგ ჩვენი ნაცნობის შეტყობინება მომივიდა, ბავშვზე როგორ ვინერვიულე, ხომ კარგად არისო. მაშინვე წაშალა, მაგრამ მოვასწარი წაკითხვა“ - იხსენებს დათის დედა.

“არცერთი წამით იმედი არ დამიკარგავს, სულ მჯეროდა რომ ღმერთი არ გამწირავდა. დარწმუნებული ვარ, რომ დათიკო სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრებს და ყველაფერი კარგად იქნება”, - ამბობს ქრისტინე.